ინფორმაცია ონლაინ-ლექსიკონის შესახებ:
  • წინამდებარე ონლაინ-ლექსიკონი გახლავთ ინგლისური ენის განმარტებითი ლექსიკონისა და ასევე ინგლისური ენის სინონიმების ლექსიკონის „ბეტა“ ვერსია.
  • ონლაინ-ლექსიკონი შეიცავს 150,000 სიტყვას, იდიომს, აბრევიატურასა და გთავაზობთ 210,000-მდე მნიშვნელობას.
  • ამჟამად ლექსიკონი შეიცავს შემდეგ მეტყველების ნაწილებს: არსებითი სახელი, ზმნა, ზმნიზედა, ზედსართავი სახელი.
  • ონლაინ-ლექსიკონი შედგენილია „ინგლისურ-ქართული სათარჯიმნო ბიუროს“ გუნდის მიერ.
  • ლექსიკონში არსებული ინფორმაციის წყაროა: „ვორდნეტ“ 3.1 საავტორო უფლება © პრინსტონის უნივერსიტეტი, 2006. ყველა უფლება დაცულია.
რჩევები:
  • საძიებო ველში შეიყვანეთ სასურველი სიტყვა (მაგალითად, „England“, „as yet“, „go“, „slowly“ ან „Tbilisi“). განმარტების სანახავად დაწკაპუნეთ სიტყვაზე, ხოლო გამოტანილი განმარტებების ქართულ ან რუსულ ენებზე სათარგმნელად, გადადით შესაბამისი ენის ბმულზე.
  • თუკი საძიებო ველში სიტყვის შეყვანის შემდეგ ლექსიკონი სიტყვების ჩამონათვალს გთავაზობთ, „შეყვანის“ ('Enter') ღილაკზე ხელის დაჭერით თქვენ ნუსხაში არსებულ პირველივე სიტყვას ირჩევთ. თუკი გსურთ მეორე და მომდევნო სიტყვების არჩევა, დააწკაპუნეთ სასურველ სიტყვაზე.
  • ორი ან რამდენიმე სიტყვისაგან შემდგარი ტერმინების, იდიომების, გამოთქმების სანახავად საძიებო ველში ჩაწერეთ მათი საწყისი სიტყვები (მაგალითად, „as“, „to“, „be“ და ა.შ.), ხოლო შემდეგ, ლექსიკონის მიერ შემოთავაზებული ჩამონათვალის სანახავად, ხელი დააჭირეთ „გამოტოვების“ (‘Space’) ღილაკს.
  • საძიებო ველში შეყვანილი ორ- ან სამბგერიანი სიტყვების ლექსიკონში არსებულ სიტყვებთან ზუსტი თანხვედრის არარსებობის შემთხვევაში, სავარაუდო სიტყვების ჩამონათვალის გამოტანას ლექსიკონი მხოლოდ ოთხი ასო-ბგერის შეყვანის შემდეგ იწყებს. ვთქვათ, საძიებო ველში შეიყვანეთ კომბინაცია „trans“, რათა იხილოთ ამ ასობგერებზე დაწყებული სიტყვების ჩამონათვალი, ხოლო შემდეგ სასურველ სიტყვაზე დაწკაპუნებით, ირჩევთ შესაბამის სიტყვას.
  • საძიებო ველში შეგიძლიათ აპოსტროფისა და ტირეს გამოყენება. მაგალითად: „bull's-eye“.
დაგვიკავშირდით:
www.english-georgian.ge
 targmani@english-georgian.ge